ემოციები ომის მერე


მეზიზღება
ყველა რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი რუსი
ის ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და რუსებს ტრაკს ულოკავენ ნაცვლად იმისა რომ საქართველოში დაბრუნდნენ
ტაშფანდურა, რომელიც ჩემმა მეზობლებმა გამართეს, თითქოს გორი აქვე,80 კილომეტრის იქით არ იყოს…
ის “ჯარისკაცები” რომლებიც გორში მაროდიორობენ
ის გენერალი,რომელიც ცინიკურად ლაპარაკობდა ომის კანონებზე…….
ჩემი მთავრობა, რომელიც უაზროდ ფართხალებს და ყველა ქვეყანა რომელიც ვაიდიპლომატიური მეთოდებით ცდილობს მშვიდობის დამყარებას
არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე საკუთარი უმწეობის შეგრძნება და იმის ყურება როგორ გეკაიფება რუსეთი
აი იმენნნა გვეკიფება :მად:
პ.ს. მეზიზღება ყველა ის ადამიანი რომელიც სახალხოდ და საჯაროდ ამტკიცებს რომ ქვეყანა ფეხზე არ კიდია. წიპა ქურდს ქუდი ეწვის პონტია ჩემი აზრით. მეზიზღება ისინი ვინც პაკაზუხურად იკრიბება ლტოლვილების დასახმარებლად…. თუ რამის ტრაკი გაქვს, აიღე რასაც გასცემ და მიიტანე….. თუ აუცილებელია ყველამ შემოგხედოს და დაინახოს შენი უმანკო და ბლაგაროდნი მზერა როცა საწყალ ლტოლვილებს გადასცემ ამ ხაბაკ-ხუბაკს, რომელიც შენ არ გჭირდება და წლობით ელაგა თაროზე რადგან გადაყრა გენანაებოდადა ახლა ორ კურდღელს დაიჭერ, იმათაც მიუგდებ ამ რამეებს და პახოდუ შენც ხელს დაიცლი.
ნამდვილი სიკეთე ჩუმია.
პ.პ.ს. მე მაპატიეთ, კურიერის ყურების მერე აზრზე ვერ მოვდივარ…………
პ.პ.პ.ს. რაშუაშია და, პახოდში უნდა წავსულიყავი 8-ში და პარასკევს ვერ მოვიცალე და ვერ წავედი, ნუ, სასტავი მაინც წავიდა და ახლა ისეთი გამწარებულები ამტკიცებენ რომ ქვეყანა სულაც არ კიდიათ ფეხებზე : )))))) (მომენტ არ კიდიათ, მეც წავიდოდი, შანსი რომ მქონოდა, ქვეყნის სიყვარული გლოვაში არ გამოიხატება და პანიკაში, და წასვლა-არწასვლა იმ ომს არ მოაგებინებდა არავის, ჯასთ მე გავწევდი რისკს). განსაკუთრებით ერთი გოგო აითხარა, რადგან უნერვო, ფეხზემკიდია და რკინისნერვებიანი უწოდეს, რაშიც მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის.ჳრკინისნერვიანები ვუწოდე) ჰხო, იმასაც ვაღიარებ რომ ეს ადამიანი ჩემი ფავორიტი არასოდეს ყოფილა… :უსერ: მარა, შე კაი ადამიანო, როცა 7-ში ომი იწყება, 8-ში ჩვენები უტევენ ცხინვალს, და შენ რაჭაში მისეირნობ, სად დაგიჯერო რომ ფეხზე არ გეკიდა როგორ განვიტარდებოდა მოვლენები ? მითუმეტეს თურმე საინფორმაციოსაც არ უყურებ……. ანუ მართლა არ გადარდებს ქვეყანაში ზოგადად რა ხდება…. დანარჩენებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ადამიანის სიტყვებმა გამაოცა… “არაღელვება და დაკიდება იმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, სისულელეა. ამ ლაშქრობაში ეგ არავის უფიქრია. მე პირადად იმიტომ წავედი, რომ ბოლო პერიოდში ინფორმაციისთვის არ მომისმენია საერთოდ და არ ვიცოდი, რა ხდებოდა…”
შემაკამათეთ და მითხარით რომ მე ვცდები რა :მო: