მზიანი სახლი- დაბრუნება და ცვლილებები


დადებითი

  • ტრენინგების ისტორიაში პირველად, გარკვევით დავაფიქსირე ჩემი აზრები ისე, რომ სულ არ მინაღვლია, რას იფიქრებდნენ გარშემომყოფები. ანუ არ მიზრუნია “იმიჯზე”.

უარყოფითი

  • ჯერ ისევ მძაბავს წრეში ჯდომა, ძალიან vulnerable მგონია თავი ამ დროს და ძალიან ღია თავდასხმებისთვის.

697c01119a42

თვით ტრენინგი

ხო, სულ სამი კუნძული გვქონდა დასასახლებლად.  ამერიკა- სამოთხისნაირი, ევროპა- ჩვეულებრივი, და ალასკა- სიძნელეებით აღსავსე. არჩევანი თავისუფალი იყო და მე  ალასკაზე წავედი, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო და საერთოდაც გადარჩენისთვის უნდა გებრძოლა. ძალიან მხიარული ცხოვრება გვქონდა ალასკაზე, სიცოცხლის სულ ცოტა შანსებიღა გვქონდა, ქარის თითო დაბერვაზე ლამის თითო შანსი გვეცლებოდა ხელიდან, ბედი ჩვენ არ გვწყალობდა, მოსავალი ჩვენ არ გვქონდა და ინტერესით ველოდი აბა როდის მოვკვდები თქო და თან მინდოდა, რომელიმე მოთამაშე გამეყოლებინა თან, ან დამეჭრა მაინც. თუმცა მერე გადავიფიქრე.

სანამ ალასკაზე ემოციებს ვახარისხებდი, პარალელურად ვამჩნევდი როგორ გაბობოლავდნენ ამერიკელები,  ფეხი ფეხზე გადაიდეს და იეი, ჩვენ საკაიფო ცხოვრება გვაქვს, ლალალა… ტრენინგის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეგონათ, რომ მათი ყველას შურდა.  არ ვიცი, ალბათ ზოგს შურდა კიდეც, თუმცა შური ნიშნავს, რომ შენც გინდა იმ ადამიანის ადგილას ყოფნა, ვისიც გშურს, რაც ძალიან ადვილადმიღწევადი იყო, უბრალოდ შესაბამის სკამზე უნდა დამჯდარიყავი, აქედნ გამომდინარე, შურის საფუძველი არ უნდა გვქონოდა.

IMG_2258

რაღაცნაირი დასკვნები

უნდა აღინიშნოს, (რა მაღალფარდოვნებაა)  რომ რამოდენიმე ამერიკელი უკვდავი თურმე მაინც ნერვიულობდა ბედ-იღბალზე- აქედან დასკვნა 1,  არ აქვს მნიშვნელობა მილიონი გაქვს თუ ორი კაპიკი, მენერვიულე მაინც ყოველთვის ყველაფერზე ინერვიულებს და ზოგადად, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი ყველგან ცუდად იქნება, სასახლეშიც და ამაზონის ჯუნგლშიც.

დასკვნა 2 – ყველას თავისი ამერიკა აქვს. ჩემთვის ამერიკა მსოფლიოს გარშემო უზრუნველად ბოდიალი და თუშეთში ერთ ოთახია. ვიღაცისთვის მანჰეტენზე გასეირნება, ან სერიოზული კარიერა, ან მეოჯახეობა და სამი შვილი…

დასკვნა 3 – როცა ვხვდები ადამიანებს წარსულიდან, ისევ ისეთი ვხდები, როგორსაც ისინი მიცნობენ. მავნე ზეგავლენა ცუდი რამეა.

საბოლოო დასკვნა

ძალიან მომენატრა ტრენინგების ატმოსფერო (ხალხი ძალიან იშვიათად მენატრება, ასერომ ვერ დავიბრალებ), ემოციები, დაძაბულობები, ხუმრობები. ტრენინგისშემდგომი ტვინისჭყლეტვობები და რაღაცეების გადახარშვები. ჩემი თავიც მომენატრა ასეთი, რაღაცნაირადჩაფიქრებული და საკუთარ თავზე მომუშავე.

სინანული

ჩემს ბავშვობაში, ან 18-19 წლის ასაკში რომ მსგავსი რამე არსებულიყო სადმე, ჩემს გარშემო, ახლა გაცილებით უკეთესი მე ვიქნებოდი და უფრო მეტად მეყვარებოდა ჩემი თავი.

პ.ს. აი ჩემი ამერიკული ოცნება. თუშეთი, სოფელი ფარსმა. ივნისის მერე არ მინახია ეს სურათები, აღარც მახსოვდა რომ მქონდა და არც კი მჯერა, რომ ასეთ ლამაზ ადგილას მე ვიყავი. ანუ ჩემთვის ულამაზეს ადგილას.

DSC_2439

პ.პ.ს. თუ მსგავსი რამეები თქვენც გიყვართ, ახლა ახალი ჯგუფები დგება, განაცხადის ფორმა perwklii @ gmail.com -ზე შეგიძლიათ მთხოვოთ, რატომღაც აქ დადებული ლინკი არ მუშაობს

5 thoughts on “მზიანი სახლი- დაბრუნება და ცვლილებები

  1. თუშეთში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი მაგრამ ძალიან ლამაზი და რაღაცნაირია, თავისი დღეობებით და ამბებით. იმედია კიდე წავალ

  2. მე ალბათ ევროპას ავირჩევდი, რადგან ევროპული საზოგადოება ჩემი “საოცნებო” საზოგადოების მოდელია. მაგრამ შენი არჩევანი უფრო თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვისაა და ამიტომ, უფრო მომხიბლავი და საინტერესოც. საინტერესო ტრენინგია, ბოლოს რომ გიწერია განაცხადის ფორმა აქ იშოვებაო, ლინკი არ მუშაობს სამწუხაროდ 😦

დატოვე კომენტარი